"Applied Nutrition – Marine Collagen არის უმაღლესი ხარისხის ჰიდროლიზებული კოლაგენ პეპტიდი (ზღვის თევზეულის), რომელიც წარმოდგენილია ნატურალური არომატით. მისი შერევა შესაძლებელია თქვენთვის სასურველ ნებისმიერ სასმელში: წყალი, ყავა, სმუზი, იოგურტი თუ სხვა. პროდუქტის მიღება შესაძლებელია დღის ნებისმიერ მონაკვეთში.
კანის ჯანმრთელობა – კოლაგენი არის ცილა, რომელიც პასუხისმგებელია კანის ელასტიურობაზე. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ახალგაზრდული გარეგნობისთვის და სუფთა სახის კანის შენარჩუნებში. იგი ასევე საგრძნობლად ამცირებს ნაოჭებს. კოლაგენი მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ კანისა და თმის გაბრწყინების და ფრჩხილების გაძლიერებისთვის.
ძვალ-სახსროვანი სისტემა – კოლაგენი ზრდის სახსრებისა და ძვლების სიმტკიცეს. ის ეხმარება სხეულს გადაადგილებაში, მოხრასა და დაჭიმვაში. იგი აძლიერებს ვარჯიშის ხარიხს და აჩქარებს ვარჯიშის შემდგომ აღდგენას.
ბუნებრივად ჩვენი ორგანიზმი გამოიმუშავებს კოლაგენს, თუმცა დროთა განმავლობაში იგი მცირდება და აუცილებელი ხდება მისი გარედან, საკვების და საკვები დანამატების სახით მიღება.
პროდუქტი შექმნილია ზღვის ველური თევზისგან."