Diet-Food - Super Erytrytol არის ფხვნილის სახით წარმოდგენილი, სრულიად ჯანსაღი დამატკბობელი. ეს არის დამატკბობელი, რომელიც შედგება პოლიოლისაგან. ერითრიტოლს აქვს ნულოვანი გლიკემიური ინდექსი, არ იწვევს ინსულინის მომატებას და არ შეიცავს კალორიებს. სხვა შაქრის სპირტებისგან განსხვავებით, ერითრიტოლს არ გააჩნია გვერდითი მოლენები და არ აუარესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას. ადამიანებს არ გააჩნიათ ფერმენტები, რომლებიც საჭიროა ერითრიტოლის დაშლისთვის. არ ხდება მისი გადამუშავება, ის შეიწოვება სისხლში და შემდეგ გამოიყოფა უცვლელი სახით შარდში. როდესაც ჯანმრთელი ადამიანები იღებენ ერითრიტოლს, სისხლში შაქრის ან ინსულინის დონე არ იცვლება. ასევე, იგი არ მოქმედებს ქოლესტერინზე, ტრიგლიცერიდებზე და სხვა ბიომარკერებზე. მათთვის, ვისაც აწუხებს ჭარბი წონა, დიაბეტი ან სხვა საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია მეტაბოლურ სინდრომთან, ერითრიტოლი შაქრის შესანიშნავი ალტერნატივაა. Diet-Food - Super Erytrytol-ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები: - არის შაქრის ჯანსაღი ალტერნატივა - არის ძლიერი დამატკბობელი - არ შეიცავს კალორიებს - აქვს ნულოვანი გლიკემიური ინდექსი - არ იწვევს ინსულინის გამოყოფას - არ გააჩნია გვერდითი მოლენები და არ აუარესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას - არ მოქმედებს ქოლესტერინზე, ტრიგლიცერიდებზე და სხვა ბიომარკერებზე - არის დიაბეტური პროდუქტი