HxNature - L-Carnitine(500მლ)(ტყის ხილი)
HxNature - L-Carnitine არის სითხის სახით წარმოდგენილი, კომპლექსური შემადგენლობის L-კარნიტინი.
L-კარნიტინი არის მთავარი ელემენტი ცხიმების დაშლის პროცესში. მისი ძირითადი მოვალეობაა თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების უჯრედის მიტოქონდრიამდე ტრანსპორტირება, სადაც იგი გადამუშავდება და საწვავად გარდაიქმნება. გარდა ცხიმის წვისა, L-კარნიტინი უზრუნველყოფს გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და ტვინის გამართულ ფუნქციონირებას.
L- კარნიტინს აქვს პოზიტიური გავლენა ვარჯიშის ეფექტურობაზე. იგი აუმჯობესებს ენერგიის მეტაბოლიზმს, უზრუნველყოფს კუნთებს დამატებით მხარდაჭერას ფიზიკური აქტივობის დროს, მხარს უჭერს ვარჯიშის შემდგომ აღდგენას და შეუძლია აერობული შესაძლებლობების გაუმჯობესება. L- კარნიტინი დანამატების სახით აქტიურად გამოიყენება სპორტის სხვადასხვა სახეობებში – მაღალი წონებით ვარჯიშის და გამძლეობის ვარჯიშებიდან დაწყებული, აერობული ვარჯიშებით ან გუნდური თამაშებით დასრულებული.
HxNature - L-Carnitine ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
– აძლიერებს ცხიმის წვას და ხელს უწყობს წონაში კლებას
– ასწრაფებს მეტაბოლიზმს
– მატებს ენერგიას და გამძლეობას
– დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის და ტვინის მუშაობაზე
– არის ძლიერი ანტიოქსიდანტი
– წარმოდგენილია სითხის სახით და აქვს სასიამოვნო გემო