MuscleTech – Nitro Tech არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული პროტეინი. მისი განსაკუთრებული ფორმულა შექმნილია, როგორც პროფესიონალი სპორტსმენებისათვის, ასევე უბრალოდ აქტიური ფიზიკური ცხოვრების მოყვარული ადამიანებისათვის. მრავალწლიანი ცდისა და მუშაობის შემდეგ, MuscleTech®-ის მკვლევარებმა შექმნეს ფორმულა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია უფრო მეტი კუნთოვანი მასისა და ძალის მიღება, ვიდრე სტანდარტული შრატის პროტეინების შემთხვევაში. Nitro-Tech® არის მეცნიერულად დამუშავებული შრატის პროტეინის გაძლიერებული ფორმულა, რომელიც შექმნილია იმ სპორტსმენებისათვის, რომელთაც სურთ მეტი კუნთოვანი მასის და მეტი ძალის მიღება. იგი შეიცავს ცილას, რომელიც მიღებულია ორი წყაროსგან: შრატის იზოლატი და შრატის პეპტიდი. ეს არის ორი ყველაზე სუფთა და გაფილტრული ცილის წყარო. ეს პროდუქტი ასევე გამდიდრებულია კრეატინის ყველაზე შესწავლილი ფორმით, რომელიც კიდევ უფრო აუმჯობესებს ძალასა და მშრალი კუნთოვანი მასის ზრდას. Nitro-Tech®-ში შემავალი ცილა უზრუნველყოფს ამინომჟავების სრულ პროფილს. მისი თითოეული პორცია გვთავაზობს ყველა შეუცვლელ ამინომჟავას, მათ შორის 6,9 გრამ ბცაა-ს და 5,3 გრამ გლუტამინს, რაც გარანტიაა სრულფასოვანი ვარჯიშის შემდგომი აღდგენის და კატაბოლური პროცესების დაბლოკვის. სხვა პროდუქტებისგან განსხვავებით, Nitro-Tech® შეიცავს მხოლოდ 4 გრამამდე ნახშირწყალს და 2,5 გრამ ცხიმს, რაც არის იმის გარანტია, რომ თქვენ არ მოიმატებთ ცხიმოვან მასას. Nitro-Tech® ასევე გამოირჩევა შესანიშნავი გემოებით და არ შეიცავს დამატებით შაქარსა და ნახშირწყალს. MuscleTech-ის კვლევითი გუნდი მჭიდროდ თანამშრომლობს მსოფლიოში ცილის არომატიზებულ წამყვან პროფესიონალებთან და მისი არომატები დახვეწილი და უგემრიელესია. MuscleTech – Nitro Tech-ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები: – ზრდის მშრალ კუნთოვან მასას – მატებს ძალას და გამძლეობას – შეიცავს ვეი პროტეინ იზოლატსა და ვეი პროტეინ პეპტიდს – დამატებული აქვს 3 გ კრეატინ მონოჰიდრატი – არ შეიცავს დამატებით შაქარსა და ნახშირწყალს – თითოეული პორცია შეიცავს 7 გრამამდე ბცაა-ს და 5 გრამ გლუტამინს – აქვს გამორჩეული გემო და არომატი