Real Pharm - Creatine Monohydrate არის უმაღლესი ხარისხის მიკრონიზებული კრეატინ მონოჰიდრატი, რომელიც გამდიდრებულია ამინომჟავა - L-ტაურინით.
კრეატინი L- ტაურინთან კომბინაციაში აუცილებელია ადამიანის სხეულის სათანადო ფუნქციონირებისათვის. კრეატინი არის მეტაბოლიტი, რომელიც ბუნებრივად გამომუშავდება სხეულის მიერ კუნთების ენერგიით უზრუნველყოფისთვის. კრეატინის დონის ზრდა ხელს უწყობს დაღლილობის მოხსნას, აუმჯობესებს მეტაბოლიზმს კუნთის უჯრედებში და აძლიერებს სხეულის შესაძლებლობებს. იგი არის ყველაზე მეტად შესწავლილი საკვები დანამატი.
კრეატინს შეუძლია სწრაფად გაზარდოს თქვენი კუნთების უჯრედების უნარი ადენოზინტრიფოსფატის (ATP) რესინთეზისათვის. ATP არის ადამიანის ენერგიის ძირითადი წყარო. მისი მაღალი დონის საშუალებით თქვენ შეძლებთ უფრო რთულ ვარჯიშის შესრულებას და ვარჯიშის შემდგომ უფრო სწრაფ აღდგენას.
ტაურინი არის კრეატინის გადამტანი, რომელიც ახდენს მის ტრანსპორტირებას კუნთოვან ქსოვილში. ტაურინის კომბინაცია კრეატინთან საშუალებას იძლევა გაზარდოს მისი კონცენტრაცია კუნთებში 50%-ით.
Real Pharm - Creatine Monohydrate-ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
- არის უმაღლესი ხარისხის მიკრონიზებული კრეატინ მონოჰიდრატი
- მატებს ძალას და გამძლეობას
- ხელს უწყობს მშრალი კუნთის მატებას
- მატებს წონას
- აუმჯობესებს ვარჯიშის შემდგომ აღდგენას
- უზრუნველყოფს უჯრედის ჰიდრატაციას
- დამატებული აქვს ტაურინი
- გაზრდილია კრეატინის კონცენტრაცია კუნთებში
- წარმოდგენილია ადვილად ხსნადი ფხვნილის სახით
- აქვს სასიამოვნო გემოების ფართო არჩევანი