Real Pharm – Vege Protein არის მცენარეული ცილა, რომელიც შექმნილია ვეგანებისა და ვეგეტარიანელებისათვის, რომელთაც სურთ კუნთოვანი მასის მშენებლობა.
Vege Protein არის მცენარეული წარმოშობის ცილების სრულყოფილი კომპლექტი, სადაც გაერთიანებულია 5 სახის მცენარეული ცილა: სოიოს იზოლატი, ბარდის ცილა, მოცვის ცილა, ბრინჯის ცილა და მზესუმზირის ცილა.
იგი ძირითადად განკუთვნილია იმ ადამიანებისათვის, ვინც ვერ ღებულობს შრატისა და ხორცის პროტეინს, არის ვეგანი ან ვეგეტარიანელი, ან არის მარხვაზე. განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომლებიც არიან ვეგანები, ან არიან დიეტაზე/მარხვაზე, უჭირთ ორგანიზმისათვის საჭირო ყველა საკვები ნივთიერების მიღება. ვარჯიშის შემთხვევაში ადამიანს კიდევ უფრო ბევრი ცილა ესაჭიროება, რათა მოახერხოს კუნთოვანი მასის გაზრდა.
Real Pharm – Vege Protein გვაწვდის ყველა იმ საჭირო ცილას, რომელიც ხელს უწყობს არა მხოლოდ კუნთების შენებას, არამედ პასუხისმგებელია ჰორმონებისა და ფერმენტების წარმოებაზე. ცილები ასევე მონაწილეობენ სხეულის ზედმეტი მეტაბოლური პროდუქტებისაგან დეტოქსიკაციაში, თირკმელებისა და ღვიძლის მუშაობის მხარდაჭერაში. ცილის მაღალი რაოდენობით მიღება გავლენას ახდენს სხეულის ცხიმების შემცირებაზე და აძლიერებს მეტაბოლიზმს. ამიტომაც, მისი მიღება რეკომენდირებულია, როგორც წონის კლების, ასევე მატების პროცესში.
Real Pharm – Vege Protein-ის ძირითადი თვისებები და მახასიატებლები:
– შეიცავს 5 სახის მცენარეულ ცილას
– ხელს უწყობს მშრალი კუნთოვანი მასის მშენებლობას
– აძლიერებს ძალას და გამძლეობას
– ახდენს სხეულის დეტოქსიკაციას
– აჩქარებს მეტაბოლიზმს
– უზრუნველყოფს ვარჯიშის შემდგომ აღდგენას
– ამცირებს დაღლილობასა და ტკივილს კუნთებში
მიღების წესი და დოზირება:
გახსენით 1 პორცია (1 კოვზი) 200-250 მლ წყალში, ან რძეში და მიიღეთ 1-3ჯერ დღეში.
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.