Universal Nutrition - Creatine Monohydrate არის ფხვნილის სახით წარმოდგენილი კრეატინ მონოჰიდრატი. კრეატინის მონოჰიდრატი არის ყველაზე გამოკვლეული ფორმა, რომელიც ცნობილია როგორც #1 დანამატი ძალის, გამძლეობისა და კუნთოვანი მასის ზრდისათვის. კრეატინი არის მეტაბოლიტი, რომელიც ბუნებრივად გამომუშავდება სხეულის მიერ კუნთების ენერგიით უზრუნველყოფისთვის. კრეატინის დონის ზრდა ხელს უწყობს დაღლილობის მოხსნას, აუმჯობესებს მეტაბოლიზმს კუნთის უჯრედებში და აძლიერებს სხეულის შესაძლებლობებს. იგი არის ყველაზე მეტად შესწავლილი საკვები დანამატი. კრეატინს შეუძლია სწრაფად გაზარდოს თქვენი კუნთების უჯრედების უნარი ადენოზინტრიფოსფატის (ATP) რესინთეზისათვის. ATP არის ადამიანის ენერგიის ძირითადი წყარო. ATP- ის მაღალი დონის საშუალებით თქვენ შეძლებთ უფრო რთულ ვარჯიშის შესრულებას და ვარჯიშის შემდგომ უფრო სწრაფ აღდგენას. კრეატინის კიდევ ერთი დადებითი თვისება არის პროცესი, რომლის საშუალებითაც ხდება უჯრედების მოცულობის გაზრდა. კრეატინის მონოჰიდრატი წყალს კუნთოვანი უჯრედის შიგნით აგროვებს, რაც ეფექტურად ზრდის კუნთის მოცულობას. უჯრედული ჰიდრატაცია და უჯრედების მოცულობის გაზრდა ხელს უშლის ცილების დაშლას და ასტიმულირებს ცილების სინთეზს. თქვენი კუნთების კრეატინით გაჯერებით, შეგიძლიათ გაზარდოთ უჯრედშიდა სითხე, შედეგად კი მიიღოთ უფრო დიდი კუნთი და მომატებული წონა. Universal Nutrition - Creatine Monohydrate-ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები: - ზრდის ATP-ის დონეს ორგანიზმში - ზრდის ძალას და გამძლეობას - ზრდის მშრალ კუნთოვან მასას - არის ერთ-ერთი ყველაზე გამოკვლეული დანამატი - არის მიკრონიზებული, სრულად გასუფთავებული ფორმა - უზრუნველყოფს უჯრედის ჰიდრატაციას - წარმოდგენილია როგორც ნატურალური, ასევე სხვადასხვა გემოებით - აქვს კარგი ხსნადობა - დამზადებულია GMP სერტიფიცირებულ საწარმოში - დამზადებულია ამერიკაში