Vitamin Power - Citruline Malate არის დიეტური დანამატი, რომელიც წარმოდგენილია ფხვნილის სახით, გემოს გარეშე. ციტრულინი არის ამინომჟავა, რომელიც ზრდის აზოტის ოქსიდის გამომუშავებას და გამოყოფას სისხლში. იგი იწვევს კუნთების „ტუმბოს ეფექტს“ (ფამფი), რომელიც განაპირობებს კუნთში უფრო დიდი რაოდენობით საკვები ნივთიერებების და ჟანგბადის შეტანას და მის ეფექტურ ზრდას.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტია ამ ამინომჟავის მონაწილეობა შარდოვანას ციკლის პროცესში. ეს არის რეაქციების კასკადი, რომელიც ახდენს ორგანიზმიდან ტოქსიკური ამიაკის მოცილებას. ციტრულინი არასაჭირო და მავნე მეტაბოლური პროდუქტებისგან გაწმენდის ერთ – ერთი ბუნებრივი მეთოდია.