Milk Thistle - რძის ეკალი, ასე ჰქვია ქართულად მცენარეს, რომელიც შეიცავს აქტიურ ინგრედიენტს - სილიმარინი (Silymarin) და რომელიც გამოიყენება ღვიძლის დეტოქსიკაციისა და მისი ფუნქციის აღდგენისათვის. მისი მიღება ზრდის ღვიძლის სიცოცხლისუნარიანობას და აუმჯობესებს მის ფუნქციებს, განსაკუთრებით უკვე ცეროზით, ჰეპატიტით, ღვიძლის გაცხიმოვნებითა და სხვა პათოლოგიებით დაზიანებული ღვიძლის შემთხვევაში. Milk Thistle ხასიათდება ანტიოქსიდანტური მოქმედებით, ამცირებს ღვიძლის ანთებით პროცესებს და იცავს მას უჯრედული დაზიანებისაგან. გარდა ღვიძლისა, ეს პროდუქტი დადებითად მოქმედებს ასევე თირკმლის ფუნქციაზე, რადგან ორგანიზმიდან გამოდევნის ტოქსიკურ ნარჩენებს - ამიაკს, რომელიც წამლავს მას და აზიანებს თირკმლის უჯრედებს. WARIOR Milk Thistle - ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები: - აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციას - იცავს მას დაზიანებისაგან - აღადგენს ცეროზითა და ჰეპატიტით დაზიანებულ უჯრედებს - აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება - აუმჯობესებს თირკმლის მუშაობას