"Nutrex – lipo 6 defining gel არის TopiSorb ™ ტექნოლოგიით შექმნილი ცხიმისმწველი გელი. იგი გვეხმარება ეფექტურად „გავანადგუროთ“ ჯიუტი ცხიმოვანი ადგილები და დავწვათ ცხიმი უშუალოდ ჩვენთვის პრობლემურ სხეულის მონაკვეთებში.
LIPO-6 DEFINING GEL ცხიმოვან ადგილებს აწვდის კლინიკურად დამტკიცებულ ინგრედიენტებს მაღალ სპეციალიზებული TopiSorb ™ ტექნოლოგიის გამოყენებით. უბრალოდ წაისვით LIPO-6 DEFINING GEL ნებისმიერ ცხიმულ არეზე და მისი ფორმულა სწრაფად შეიწოვება ცხიმოვან ფენებში, რის შედეგადაც გაიზრდება თერმოგენეზი, როგორც კანქვეშა, ასევე ვისცერული ცხიმის დასაწვავად.
LIPO-6 DEFINING GEL- ის ერთ-ერთი მთავარ ინგრედიენტი არის თეოფილინი. თეოფილინის გააჩნია ადრენალინის მსგავსი მოქმედება და იწვევს ლიპოლიზის მომატებას (ცხიმოვანი უჯრედების დაშლას). რამდენიმე კვლევამ აჩვენა ძალზე ძლიერი ლიპოლიზური მოქმედება გელის ადგილობრივი გამოყენების შემთხვევაში.
LIPO-6 DEFINING GEL– ის მეორე საკვანძო ინგრედიენტს ეწოდება Yohimbine. კანში შეწოვისას, იგი შედის ცხიმოვან უჯრედებში და ბლოკავს რეცეპტორებს, რაც იწვევს მათ გამორთვას და საშუალებას აძლევს ადრენალინს აწარმოოს ლიპოლიზური მოქმედება.
მესამე ინგრედიენტია კოფეინი. ჩვეულებრივ, იგი გამოიყენება ორგანიზმის გამოსაფხიზლებლად. გელში კოფეინი გამოიყენება ადგილობრივად, ცხიმოვან უჯრედებში ქიმიური ნივთიერება – cAMP-ის გასაზრდელად. ეს ქიმიკატს ეუბნება თქვენს სხეულს, რომ გჭირდებათ საწვავი, რათა დაასრულოთ ვარჯიში და შედეგად ხდება ცხიმოვანი მჟავების ცხიმის უჯრედებიდან გამოყოფა.
კიდევ ერთი ინგრედიენტი არის რესვერატროლი. ზოგიერთი მას სასწაულებრივ ნაერთად თვლის. იგი ბაძავს კალორიების შეზღუდვის ეფექტებს და იწვევს ცხიმოვანი უჯრედების ენერგიის ხარჯვის მკვეთრ ზრდას. როგორც გვერდითი ეფექტი, რესვერატროლი აინჰიბირებს ფერმენტს, სახელად არომატაზას, რომელიც ტესტოსტერონს გარდაქმნის ესტროგენად, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სხეულში ცხიმის შენარჩუნება.
პროდუქტის მეხუთე ინგრედიენტი ეხება კორტიზოლს, სტრესის ჰორმონს. სტრესის ქრონიკულად მარალმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს სხეულის ცხიმების დასაწყობება, განსაკუთრებით მუცლის არეში. 18B-Glycyrrhetinic Acid ბლოკავს ფერმენტს, რომელიც ზრდის კორტიზ