Real Pharm – Spiruline არის ტაბლეტების სახით წარმოდგენილი მიკროსკოპული წყალმცენარე. სპირულინა ითვლება სუპერ საკვებად. იგი ხასიათდება სასარგებლო მიკრო და მაკრო ნუტრიენტების მაღალი შემცველობით, გააჩნია მაღალი კვებითი ღირებულება და გააჩნია ადამიანის ორგანიზმისთვის საჭირო მრავალი ბენეფიტი. სპირულინა სავსეა ძვირფასი ცილებით, ცხიმებით, ნახშირწყლებით და საკვები ბოჭკოებით. მას „მწვანე ხორცსაც“ უწოდებენ, რადგან ამ წყალმცენარეში გაცილებით მეტი ცილაა, ვიდრე ხორცში და შეიცავს თვრამეტივე ამინომჟავას. უფრო მეტიც, ის შეიცავს ისეთ ვიტამინებს, როგორიცაა: ვიტამინი C, K, B6, A. თიამინი, ფოლიუმის მჟავა, ნიაცინი და რიბოფლავინი. ის ასევე მდიდარია მინერალებით, როგორიცაა კალციუმი, თუთია, ნატრიუმი, რკინა, მაგნიუმი, კალიუმი და ფოსფორი.სპირულინას მიღება გვეხმარება მრავალი დაავადების დროს. ის შეიცავს გამა ლინოლენის მჟავას, რომელიც მონაწილეობს სისხლის წნევის შემამცირებელი ნივთიერებების ბიოსინთეზში. ეს ნივთიერებები ასევე ამცირებს სისხლის შედედების რისკს, აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი და აუმჯობესებს ჩვენი კანისა და თმის მდგომარეობას. იგი ასევე ამსუბუქებენ პრემენსტრუალური სინდრომის სიმპტომებს.სპირულინში შეგიძლიათ ნახოთ პიგმენტები, როგორიცაა მწვანე ქლოროფილი და ლურჯი ფიკოციანინი. მათი არსებობა სპირულინს ანიჭებს ანტიოქსიდანტურ ეფექტს, ამიტომ მას შეუძლია დაგვიცვას კიბოსგან. ის ასევე ახდენს ორგანიზმში იოდის მეტაბოლიზმის ნორმალიზებას და ამით იგი ეხმარება ჩვენს ფარისებრ ჯირკვალს სწორად მუშაობაში. სპირულინა ასევე ზრდის იმუნური სისტემის ეფექტურობას, მხარს უჭერს გულს, აძლიერებს ჩვენს საჭმლის მომნელებელ სისტემას. მცენარეული საღებავები, რომლებსაც სპირულინში ვხვდებით, ანუ ფიკოერიტრინი, ფიკოციანინი ან ქლოროფილი გვიცავს ულტრაიისფერი გამოსხივების უარყოფითი ზემოქმედებისგან.Real Pharm – Spiruline-ს ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
- არის სუპერ საკვები
- შეიცავს დიდი რაოდენობით ცილას და ყველა 18-ივე ამინომჟავას
- მდიდარია ცხიმით, ნახშირწყლითა და საკვები ბოჭკოთი
- შეიცავს ვიტამინებს: C, K, B6, A. თიამინი, ფოლიუმის მჟავა, ნიაცინი და რიბოფლავინი
- მდიდარია მინერალებით: კალციუმი, თუთია, ნატრიუმი, რკინა