🍷 ტიპი: მშრალი ქვევრის ღვინო
🍷 მოსავლის წელი: 2021
🍷 ტექნოლოგია: ქართული ტრადიციული, ქვევრის ტექნოლოგია. 3 თვიანი ჭაჭასთან კონტაქტის შემდეგ, ღვინო კიდევ 3 თვე დავარგდა ქვევრში - ჭაჭის გარეშე. შემდეგ გაიფილტრა, ჩამოისხა და რეალიზაციამდე რამდენიმე თვე დაყოვნდა ბოთლში.
🍷 ადგილი: რაჭა
🍷 ყურძნის ჯიში: რაჭული მწვანე
🍷 ალკოჰოლის შემცველობა: 12%
🍷 ფერი: ღია ქარვისფერი
🍷 მახასიათებლები: გამომშრალი გარგრის, ტყის ყვავილებისა და ციტრუსოვანი არომატების დომინირებით, ქვევრის რაჭული მწვანე გამოირჩევა ცინცხალი მჟავიანობითა და მსუბუქი ტანინებით. ხავერდოვანი სტრუქტურა კარგად არის დაბალანსებული გარდამავალ, მრავალფეროვან, ხანგრძლივ გემოს დაბოლოებასთან.
🍷 ღვინისა და კერძის შეხამება: იდეალურია სანელებლებით დატვირთულ ბოსტნეულის კერძებთან, ფხალეულობასთან, ფრინველის ხორცთან და ყველის ნაირსახეობასთან.
🍷 სერვირების ტემპერატურა: 12-14°C