🍷 ტიპი: წითელი მშრალი ღვინო
🍷 მოსავლის წელი: 2022
🍷 ტექნოლოგია: კლასიკური ტექნოლოგია. გავლილი აქვს 36 საათიანი ცივი მაცერაცია და ორი თვის განმავლობაში დავარგდა ლექზე.
🍷 ადგილი: რაჭა
🍷 ყურძნის ჯიში: რაჭული საფერავი, ძელშავი
🍷 ალკოჰოლის შემცველობა: 12.5%
🍷 ფერი: მუქი ბროწეულისფერი
🍷 მახასიათებლები: საკმაოდ დაბალანსებულ იშვიათ ბლენდში მრავალფეროვანი არომატები გვხვდება. შოკოლადის, მწიფე ალუბლის, შავი ქლიავისა და სანელებლების არომატი კარგადაა შერწყმული ღვინის მინერალურობასა და მჟავიანობასთან. საშუალო სტრუქტურა და ხავერდოვანი გემოს დაბოლოება ქმნის ჰარმონიულ კულმინაციას.
🍷 ღვინისა და კერძის შეხამება: ღვინო საკმაოდ დახვეწილად წარმოაჩენს თავს მსუბუქ გრილზე მომზადებულ ხორცის კერძებთან, ყველის ნაირსახეობებთან, სანელებლებითა და ნიგვზით შეკაზმულ სამზარეულოს, რაჭულ ლორს.
🍷 სერვირების ტემპერატურა: 10-12°C