შიშველი ოჯალეში, 2022, ქეთევან ნინიძე
ალკ შემცველობა: 11.5%
საოჯახო მარნის - ოდას ვარდისფერი, მშრალი ოჯალეში ბუნებრივი, გაუფილტრავი ღვინოა. დაყენებულია სამეგრელოში, სოფ. თარგამეულში (მარტვილი) მცირე, საკარმიდამო ნაკვეთზე გაშენებული ორგანული ვენახის მოსავლისგან. ღვინო დადუღებულია ბუნებრივად, ქვევრში, უდედოდ. დავარგებულია 6 თვით, ქვევრში.
მოცულობა: 750 მლ