მუკუზანი იწარმოება თანამოსახელე მევენახეობის სპეციფიურ ზონაში საფერავის ყურძნისაგან. ამ კასრში დაძველებულ მუქ წითელ სრულსხეულიან მშრალ ღვინოს გამოარჩევს მაყვლის, შავი ქლიავის და ალუბლის მდიდრული ბუკეტი, რომელიც საუცხოოდ ეხამება მუხის კასრიდან წამომავალ ვანილისა და მუხის ტონებს. მიირთვით: შემწვარ ხორცთან, ნანადირევთან, ყველთან. T: +18C