გამოყენება: გარეგანი, ძაღლების და კატების ისეთი ექტოპარაზიტების პროფილაქტიკის და მკურნალობისთვის, როგორიცაა: რწყილი, ტილი, მალოფაგები, ტკიპები.
დოზირება: გამოყენების წინ ფლაკონს კარგად ანჯღრევენ, პრეპარატის ნაკადს მიმართავენ ცხოველის ტანისკენ 10-15სმ-ის მანძილზე და პრეპარატს დაიტანენ მთელ ზედაპირზე 2-5მლ 1კგ წონაზე, 5 შესხურება= (0,5მლ).
ცხოველის ოტოდექტოზის სამკურნალოდ ყურის ნიჟარას და სასმენ მილს წინასწარ ასუფთავებენ ყურის გოგირდისგან, სითხისგან, ფუფხებისგან და შემდეგ აწვეთებენ ყოველ ყურში 0,5მლ პრეპარატს.
ტკიპების გასანადგურებლად პრეპარატის 0,5მლ ასხურებენ უშუალოდ ტკიპაზე და მათი მიმაგრების ადგილზე, თუ 30 წუთის განმავლობაში ტკიპა არ მოსცილდება თავისით, ვაცილებთ პინცეტით და ვკლავთ.