applied nutrition - Citruline Malate 2:1 არის ორი აქტიური კომპონენტის – ციტრულინისა და მალატის – კომბინაცია.
ციტრულინი არის ამინომჟავა, რომელიც ზრდის აზოტის ოქსიდის გამომუშავებას და გამოყოფას სისხლში. იგი იწვევს კუნთების „ტუმბოს ეფექტს“ (ფამფი), რომელიც განაპირობებს კუნთში უფრო დიდი რაოდენობით საკვები ნივთიერებებისა და ჟანგბადის შეტანას. ციტრულინის მირება აჩქარებს კუნთის აღდგენასა და ზრდას.
Malate (მალატი) არის ორგანული ნაერთი, რომელიც წარმოიქმნება ვაშლის მჟავისგან (malic acid). მალატი მონაწილეობს ბიო-ქიმიურ ციკლში, რომელიც ორგანიზმში ენერგიის (ATP-ის) წარმოებისთვის უმნიშვნელოვანესი პროცესია. ეს ნიშნავს, რომ მალატი ხელს უწყობს ფიზიკური დატვირთვისას ენერგიის დონის გაზრდას. ასევე ეხმარება ორგანიზმს ლაქტატის (რძემჟავას) აღმოფხვრაში, რომელიც გროვდება ინტენსიური ვარჯიშის დროს და იწვევს კუნთების დაღლილობას. მარტივად რომ ვთქვათ, მალატი აუმჯობესებს გამძლეობას.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტია, ამ პროდუქტის მონაწილეობა შარდოვანას ციკლის პროცესში. ეს არის რეაქციების კასკადი, რომელიც ახდენს ორგანიზმიდან ტოქსიკური ამიაკის მოცილებას. ციტრულინი არასაჭირო და მავნე მეტაბოლური პროდუქტებისგან გაწმენდის ერთ-ერთი ბუნებრივი საშუალებაა.
applied nutrition - Citruline Malate 2:1 ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
– ასტიმულირებს აზოტის ოქსიდის გამომუშავებას
– აძლიერებს კუნთების „ტუმბოს ეფექტს“ (ფამფი)
– მონაწილეობს კუნთის ზრდაში
– ზრდის ძალას და გამძლეობას
– ასუფთავებს ორგანიზმს ტოქსიკური ამიაკისგან
– აძლიერებს ერექციას და სექსუალური დისფუნქციის პრევენციას
– კარგია ნერვული სისტემისა და ტვინის სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის
– აქვს ძლიერი ბიოშეღწევადობა
მიღების წესი და დოზირება:
მიიღეთ 1 ან 2 პორცია ვარჯიშამდე 20-30 წუთით ადრე. არასავარჯიშო დღეს მიიღეთ საკვების მიღებამდე 30 წთ ადრე.
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.