musclemeds - carnivor beef protein არის პრემიუმ ხარისხის, მსოფლიოში N1 გაყიდვადი საქონლის ხორცის პროტეინი, რომელიც იდეალური ალტერნატივაა საკვებიდან ვერ მიღებული ყოველდღიური ცილის ნორმის შესავსებად. ამასთანავე, მნიშვნელობა არ აქვს თქვენი მიზანი, წონაში კლებაა თუ კუნთოვანი მასის ზრდა, ორივე შემთხვევაში ცილის მიღება ერთნაირად აუცილებელია.
ამინომჟავების სრულყოფილი შემადგენლობის, მაღალი კრეატინის შემცველობისა და ძლიერი კვებითი ღირებულების გამო, ხორცის ცილა ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია სპორტსმენებისა და ჯანსაღი ცხოვრების მოყვარული ადამიანებისათვის.
როგორც წესი, ძროხის ხორცი დატვირთულია ცხიმისა და ქოლესტერინის არაჯანსაღი დონით, თუმცა MuscleMeds – Carnivor შექმნილია ჰიდროლიზისა და იზოლაციის ახალი, მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებით და სრულიად განთავისუფლებულია ცხიმისა და ქოლესტერინისაგან. გარდა ამისა, პროდუქტი არ შეიცავს ლაქტოზას, შაქარს, რძის პროდუქტსა და გლუტენს, რაც უფრო ადვილად ათვისებადს და სასურველს ხდის ჩამოთვლილი კომპონენტების მიმართ ალერგიულად განწყობილ ადამიანებს.
carnivor beef protein არის ერთადერთი პროდუქტი, რომელიც შექმნილია აზოტის შეკავების ტექნოლოგიით (NRT), რაც უზრუნველყოფს ამინომჟავების სტიმულირებას და ამცირებს ამიაკის დონეს ორგანიზმში. მისი ბიოინჟინერირებული ძროხის ხორცის იზოლატი აღწევს 99%-იან ცილის სისუფთავის უმაღლეს დონეს.
MuscleMeds-ის სამეცნიერო ჯგუფის მიერ შექმნილი ეს ინოვაციური ტექნოლოგიით დამუშავებული და განწმენდილი, ფარმაცევტული ხარისხის საქონლის ხორცის ცილა, ასევე გამოირჩევა სასიამოვნო არომატებით. რაც ზოგადად არ არის დამახასიათებელი ხორცის პროტეინებისთვის.
პროდუქტი მზადდება GMP სერტიფიცირებულ საწარმოში, არის დატესტილი Informed-Choice Certified-ის მიერ და შემოწმებულია WADA-ს სიაში არსებულ 200-ზე მეტ აკრძალულ ნივთიერებაზე.
MuscleMeds – Carnivor-ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
- არის მსოფლიოში ყველაზე პოპულარული და გაყიდვადი საქონლის ხორცის იზოლატი
- უზრუნველყოფს მშრალი კუნთოვანი მასის მატებას
- ამცირებს დაღლილობას და ტკივილს ვარჯიშის შემდგომ
- ააქტიურებს ანაბოლიზმს
- ბლოკავს კატაბოლურ პროცესებს
- მატებს ძალას და გამძლეობას
- შეიცავს ამინომჟავების სრულ სპექტრს
- არის 100% ჰიდროლიზებული
- არ შეიცავს ცხიმს და ქოლესტერინს
- არ შეიცავს შაქარს, ლაქტოზასა და გლუტენს
- გამოირჩევა სასიამოვნო გემოთი და არომატით
- დამზადებულია ამერიკაში
მიღების წესი და დოზირება:
გახსენით 1 კოვზი 300 მლ წყალში ან რძეში და მიიღეთ დილით უზმოზე, ვარჯიშის მერე ან დღის ნებისმიერ მონაკვეთში. საუკეთესო შედეგისთვის მიიღეთ დღეში 1-2 პორცია, თქვენს რაციონში ცილების საჭიროებიდან გამომდინარე.
რეკომენდაცია:
ხორცის სტრუქტურული თავისებურებიდან გამომდინარე, იდელაური ხსნადობისა და საგემოვნო თვისებებისთვის სასურველია დაშეიკების შემდეგ აცადოთ რამდენიმე (5-15) წუთი და მერე მიირთვათ