არ შეიცავს სოიოს (soy free)
არის ვეგეტარიანული (vegetarian)
არის გლუტენისგან თავისუფალი (gluten free)
არა შეიცავს გენმოდიფიცირებულ პროდუქტებს (Non-GMO)
Nature's Truth - Vitamin D3+k2 Liquid არის თხევადი ფორმით წარმოდგენილი D3 ვიტამინი K2 ვიტამინთან ერთად.
D ვიტამინი უმნიშვნელოვანეს გავლენას ახდენს ძვლების, კუნთებისა და სახსრების სტრუქტურაზე, ხელს უწყობს იმუნიტეტის გაძლიერებას, ებრძვის ინფექციებსა და ანთებებს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ნერვული სისტემის გამართულ მუშაობას. ასევე, იგი უშუალოდ მონაწილეობს ტესტესტერონის სინთეზში, რამაც შეიძლება განაპირობოს ლიბიდოს გაუმჯობესება. გარდა ამისა მას აქვს რაქიტის საწინააღმეგო თვისებები, ამცირებს ძვლის მოტეხილობის რისკს და ხელს უწყობს კალციუმის ტრანსპორტირებას და ხარისხიან შეწოვას.
K2 ვიტამინი, თავის მხრივ მხარს უჭერს ვიტამინ D3-ის მოქმედებას და იცავს ორგანიზმს რბილ ქსოვილებში კალციუმის დალექვისაგან. იგი ასევე აუცილებელი ელემენტია სისხლის სწორად შედედებისათვის.
Nature's Truth - Vitamin D3+k2 Liquid-ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
– მონაწილეობს იმუნური სისტემის გამართულ ფუნქციონირებაში
– ზრდის კალციუმის დონეს ორგანიზმში
– აძლიერებს ძვალ-სახსროვან სისტემას
– აუმჯობესებს მენტალურ და კოგნიტურ ჯანმრთელობას
– არეგულირებს შაქრისა და ქოლესტერინის დონეს
– ხელს უწყობს სისხლის შედედების ნორმალიზებას
– აჩქარებს და აუმჯობესებს კუნთის აღდგენის პროცესს
– აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას
– წაროდგენილია სწრაფად შეწოვადი სითხის სახით
მიღების წესი და დოზირება:
მიიღეთ დღეში ერთხელ, სასურველია დღის პირველი ნახევარში, 1 პორცია 0.5 მლ (დოზის მაჩვენებელი რიცხვები აწერია პიპეტზე).
რეკომენდაცია: მიიღეთ ცხიმის შემცველ საკვებთან ერთად. ჩააწვეთეთ საკვებში ან მიიღეთ პირდაპირ.
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი