თანხის გაყოფა

გამოქვეყნებულია:

22 ივლისი 2026

Wolt

Georgia

თანხის გაყოფა არასდროს ყოფილა ასეთი მარტივი. ახალი ფუნქცია: Group Order თანხის გაყოფით ყველას გვყავს ის მეგობარი, რომელიც თანხას მანამდე გირიცხავს სანამ შეახსენებ (ნამდვილი ლეგენდა 😎) ისიც, რომელიც ამბობს: „შემდეგ ჯერზე მე გადავიხდი“… და ისიც, რომელსაც წინა თვის პიცის ფული ჯერ კიდევ არ დაუბრუნებია… 😳🍕 ჩვენ გამოსავალი გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ერთად შეუკვეთოთ და თითოეულმა თავისი წილი ცალ-ცალკე გადაიხადოს. როგორ მუშაობს Group Order? 1. შედი იმ რესტორანში, საიდანაც გინდა შეკვეთა 2. დააჭირე 👤 აიქონს და გახსენი Group Order 3. აირჩიე გადახდის მეთოდი: ერთმა გადაიხადოს ყველაფერი ან ყველამ გადაიხადოს საკუთარი წილი 4. გაუგზავნე მეგობრებს მოწვევის ბმული — გააზიარე ისე, როგორც თქვენთვის მოსახერხებელია სულ ესაა! გააზიარე, შეუკვეთე და ისიამოვნე 🤝

თანხის გაყოფა

თანხის გაყოფა