ALPHANOVA BIO 1110 მზისგან დამცავი, მსუბუქად შეფერილი კრემი SPF 50+. ჰიპოალერგიული, მსუბუქი, წყლისადმი რეზისტენტული ფორმულა გამდიდრებულია ორგანული ალოე ვერათი და არაკომედოგენური, დამატენიანებელი და დამამშვიდებელი ჟოჟობასა და ტამანუს ზეთებით. უზრუნველყოფს ეფექტურ, ბუნებრივ დაცვას UVA და UVB სხივებისგან. იდეალურია ყოველდღიური გამოყენებისთვის, სახის კანს ანიჭებს ერთგვაროვან ფერს. არ შეიცავს ქიმიურ ფილტრებს, პარფიუმს, პარაბენს, კონსერვანტებს და თუთიის ოქსიდს. ინგრედიენტების 98,89% ბუნებრივი წარმოშობისაა, 32,5% ორგანულია. წარმოებულია საფრანგეთში Alphanova Sante-ს მიერ. . 495990