გემო: სხეულიანი, მაღალექსტრაქტული ღვინოა. რქაწითელისთვის დამახასიათებელი ძლიერი ტანინები და ცოცხალი, ხალასი მჟავიანობა ღვინოს ჰარმონიულობასა და სიმრგვალეს ანიჭებს. გამოირჩევა გამყოლი, დასამახსოვრებელი გემოთი.
რეკომენდაცია: დაგემოვნებისთვის იდეალური ტემპერატურაა 13-16°C. ძალიან უხდება კარგად შემწვარ ხორცს, შემწვარ ბოსტნეულს, ყველს, შედარებით მსუყე თევზეულის კერძებს.