საგვიანო
ბლანტი, გლუვი სტრუქტურის მქონე ღვინოა. მსუბუქი მჟავიანობისა და ბუნებრივი სიტკბოს ჰარმონიული ბალანსი, ღვინოს სიცოცხლისუნარიანობასა და სიხალისეს სძენს. დაგემოვნებისას მეორდება და კიდევ უფრო მძაფრდება არომატში წარმოჩენილი ხილის ტონები. ახასიათებს გამყოლი, ხანგრძლივი დაბოლოება.
სერვირებისთვის რეკომენდებული ტემპერატურაა 7-9°C. უხდება დესერტს, განსაკუთრებით ნაყინს, ნამცხვრებსა და მსუბუქ ყველს.