🧝♀️ ნაგინი იყო ინდონეზიელი ჯადოქარი, რომლის ოჯახსაც მალედიქტუსის წყევლა ედო. მალედიქტუსის წყევლა გენეტიკურად მხოლოდ მდედრობით სქესზე გადადის. ამ წყევლის მატარებელი გადაიქცევა გარეულ ცხოველად და აღარ შეუძლია ადამიანის სახის დაბრუნება. თავდაპირველად მალედიქტუსის მატარებლებს შეუძლიათ თავიანთი სურვილის შესაბამისად მიიღონ გარეული ცხოველის სახე, მაგრამ მოგვიანო პერიოდში ისინი უკვე უკონტროლონი ხდებიან და საბოლოოდ კარგავენ ადამიანის იერს.
🐍 ნაგინიც სწორედ მალედიქტუსის მატარებელ იყო. მას შეეძლო გველად გადაქცევა. ნაგინი ამერიკული ცირკის მფლობელმა- სკენდერმა იპოვა ინდონეზიის ჯუნგლებში და მის შემდეგ მისი ცირკის ნაწილი გახდა, სადაც ნაგინი ტრანსფიგურაციის უნარით მაყურებლებს აკვირვებდა.
🕸 1994 წელს, როდესაც ნაგინიმ დაკარგა ადამიანური ფორმის დაბრუნების უნარი, იგი ლორდმა ვოლდემორმა იპოვა და თავის ჰორკრუქსად აქცია ⚱️
ჯოხის სიგრძე: 33 სმ
ყუთის ზომები: 42.5 სმ x 8 სმ x 3 სმ
⚠️ გაფრთხილება! ჯოხი გამიზნულია საკოლექციო დანიშნულებისთვის გამოსაყენებლად. ეს არ არის სათამაშო, განკუთვნილია 15+ ასაკის მოზარდებისთვის.