ბრინჯს სხვა ინგრედიენტებთან - ხორცთან, თევზთან, ბოსტნეულსა და ზღვის პროდუქტებთან - შეთავსების შესანიშნავი უნარი აქვს. ამასთანავე ორგანიზმისთვის ძალზე სასარგებლოა, ვინაიდან გამოირჩევა მაღალი კვებითი ღირებულებით და მხოლოდ ენერგოდანახარჯს კი არ ანაზღაურებს, არამედ ცილების, ნახშირწყლებისა და მინერალების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს.