Bio PetActive-ის პროდუქტი Synbioflora არის საკვები დანამატი კატებისთვის, შექმნილია მიკრობული ფლორის დაბალანსების შესანარჩუნებლად და ნაწლავების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
ტაბლეტი შეიცავს პრებიოტიკებსა და პრობიოტიკებს.
Synbioflora-ს მთავარი ინგრედიენტი გახლავთ ბიოტიკი, სახელად -Enterecoccus faecium.
აღნიშნული Enterecoccus faecium-ი კატებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე ინგრედიენტია, რომელიც უზრუნველყოფს საჭმლის ჯანსაღად მონელებასა და სასარგებლო ბაქტერიების ზრდას.
აძლიერებს იმუნურ სისტემას
აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელ სისტემას
უზრუნველყოფს საკვები ნივთიერებების შეწოვას
ხსნის მუცლის დისკომფორტს
მიღების წესი: ნაწლავის ფლორის შენარჩუნებასა და რეგულირებაში დასახმარებლად, 5 კგ წონაზე ქვევით კატებისთვის რეკომენდებულია 1 აბი დღეში. 5 კგ-ზე მეტი კატებისთვის კი 2 აბი დღეში.