2x25 მლ. 2-კომპონენტიანი, მრავალმხრივი, ეპოქსიდური წებო-შემავსებელი, ადვილად გამოსაყენებელი, მრავალი სახის ლითონისთვის, გამოიყენება შედუღებისა და ჩრჩილვის ნაცვლად. მოქმედებს 4 წუთში. არ სჭირდება ფიქსაცია-ზედაპირების მიჭერა. მუქი ნაცრისფერია. ავსებს ხვრელებს, არ იკუმშება-არ მცირდება ზომაში. ხმარების შემდეგ შესაძლებელია დეტალების ბურღვა, დნობა, ჭედვა, დაფხვნა და ჩახრახვნა. მდგრადია 150ºC-მდე ტემპერატურული ნახტომების მიმართ. უძლებს მაღალ წნევას (200კგ/სმ2). მდგრადია წყლისა და გამხსნელების მიმართ. ტემპერატურული დიაპაზონია -51°C-დან 149°C -მდე. უძლებს მაღალ წნევას _ 315 კგ/სმ2.
გამოყენება:
1. დაიცავით სამუშაო სივრცე შემთხვევითი შხეფებისგან.
2. ზედაპირები გაწმინდეთ, მოაშორეთ ზეთი და გაამშრალეთ.
3. გააპრიალეთ ზედაპირები ზუმფარის ქაღალდით.
4. აიღეთ შპრიცი, მოაბრუნეთ და მოხადეთ მისი თავსაცმის დაბოლოება, ოდნავ გამოწიეთ დგუში (1/3 სმ-ზე). ჰაერის ბუშტები უნდა ამოვიდეს ზევით. მოაძრეთ და შეინახეთ შესანახი თავსახური. დააჭირეთ დგუშს ისე, რომ გამოტუმბოთ თანაბარი რაოდენობით ორივე მასა რაიმე ზედაპირზე (მაგალითად მუყაოზე), დგუში ოდნავ უკან გაწიეთ, რომ შეჩერდეს მასის გამოსვლა. დაახურეთ თავსახური.
5. შეურიეთ ერთმანეთს პატარა ნიჩბით 2 წუთის განმავლობაში, სანამ ფერი გათანაბრდება.
6. მცირე რაოდენობით წაუსვით ზედაპირებს და დაუყოვნებლივ შეაერთეთ. მოქმედებს საშუალოდ 4-6 წუთში. ზედმეტი მასა მოაშორეთ დაუყოვნებლივ.
7. გამოყენებისთვის მზად იქნება 4 საათში 22ºC-ზე. ნაკლებ ტემპერატურაზე საჭიროა მეტი დრო.
8. თავსახურიანი შპრიცი შეინახეთ.
გაფრთხილება: არ აწებებს პოლიეთილენისა და პოლიპროპილენის პლასტმასს! იდეალურია მრავალნაწილიანი დეტალებისთვის. აწებებს ალუმინს, ბრინჯაოს, ქრომს, სპილენძს, რკინას, უჟანგავ ფოლადს.
დამზადებულია ესპანეთში.