4 ლიტრი.
SRS Primalub Alpha 10W40 ძრავის მაღალი ხარისხის ზეთია ხახუნის დაბალი კოეფიციენტით. დამზადებულია სინთეტიკურ ბაზაზე ინოვაციური დანამატების გამოყენებით. შესანიშნავი ცივი სტარტი, შეზეთვის მაღალი ხარისხი ექსტრემალურ პირობებში, დაბალ და მაღალ ტემპერატურაზეც, აღნიშნული ზეთის დამახასიათებელი თვისებებია. სპეციალური დისპერსიული დანამატების წყალობით ზეთი ასუფთავებს ძრავის შიდა დეტალებს: დგუშებს, სარქვლებს, იცავს მათ შემდგომი დაბინძურებისგან და ზეთის ცვლის ხანგრძლივი ინტერვალების საშუალებას იძლევა. ზეთი, ასევე, იცავს დეტალებს ცვეთისა და კოროზიისგან. ის განკუთვნილია მსუბუქი მანქანების ბენზინისა და დიზელის ძრავებისთვის, ტურბოთი ან მის გარეშე, კატალიზატორის კონვერტორით ან მის გარეშე ვერსიებისთვის.
დამზადებულია გერმანიაში.
სპეციფიკაციები/დაშვებები:
• SAE Grade 10W40
• ACEA A3/B3
• API SL/CF Approvals Recommendations
• MB-Approval 229.1
• VW 501 01 / 505 00