Wynn's დიზელის სისტემის საწმენდი (საწვავის ფილტრში)
325 მლ. კონცენტრირებული სითხე დიზელის საწვავი სისტემის გასაწმენდად, ისხმება საწვავის ფილტრში!
• ამცირებს შავი ბოლსა და ჭვარტლის გამონაბოლქვს.
• აღადგენს მფრქვევანების მიერ საწვავის შეფრქვევას, წმენდს საწვავის შემფრქვევ ტუმბოს და საწვავ არხებს, შეზეთავს და იცავს საწვავის ტუმბოს.
• ასუფთავებს ნამწვი ნადებისგან წვის კამერას
• აღადგენს კომპრესიას და აუმჯობესებს წვას.
თავსებადობა: ყველა სახის დიზელისა და დიზელის ჰიბრიდული ძრავებისთვის.
აუმჯობესებს მფრქვევანების, საწვავის ტუმბოს, დიზელის ნაწილაკების ფილტრისა (DPF), დიზელის ჟანგვის კატალიზატორისა და ტურბოს მდგომარეობას.
გამოყენება: ამუშავეთ ძრავი და გამორთეთ, მოხსენით საწვავის ფილტრი, გადმოასხით საწვავი ფილტრიდან და ჩაასხით შიგნით ბოთლის შიგთავსი (არ ჩაასხათ საწვავის ბაკში!!!). თუ საჭიროა, დაამატეთ ფილტრში საწვავი. დააყენეთ ფილტრი და ჩართეთ ძრავი. მაშინვე დაიწყეთ მოძრაობა, გაიარეთ მინიმუმ 3 კმ საშუალო სიჩქარით. გამოიყენეთ ყოველ 12 თვეში ერთხელ. დამზადებულია ბელგიაში