5907814662637
რატომ უნდა აირჩიოთ ბიო წიწიბურა Bioplanet-სგან?
– კულტივირებისა და შენახვის დროს მას არ ამუშავებენ რაიმე ქიმიკატებით ან პესტიციდებით, ეს არის აბსოლუტურად უსაფრთხო პროდუქტი
– Bioplanet-ს ბიო მოხალული წიწიბურა განსხვავდება ყველა სხვასგან, რასაც ყიდულობთ საქართველოში იმით, რომ იგი სუფთაა (!) და მსუბუქად მოხალულია, ამასთან უფრო მსუბუქი გემო აქვს.
თანამედროვე დიეტოლოგები და ექიმები გვირჩევენ გამოიყენონ ეს პროდუქტი გამაძლიერებლად და გამწმენდ საშუალებად, რომელიც უფრო მეტიც, ადვილად შეიწოვება ორგანიზმის მიერ და შეუძლია შეინარჩუნოს სხეულის წონა ბუნებრივი ფიზიოლოგიური ნორმის ფარგლებში.
ექიმები რეკომენდაციას უწევენ წიწიბურას ანემიის დროს, ვინაიდან მას შეუძლია გაზარდოს ჰემოგლობინის დონე სისხლში. სასარგებლოა მისი ჭამა დიაბეტის, ნერვული და გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, ღვიძლის ანომალიების და მეტაბოლური დარღვევების დროს. ამ პროდუქტის რეგულარული გამოყენება ასუფთავებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს და ეხმარება ორგანიზმიდან ტოქსიკური ნივთიერებებისა და შლაკების გამოდევნას.
წიწიბურა ასევე მნიშვნელოვნად ამცირებს ქოლესტერინის დონეს, ასუფთავებს სისხლძარღვებს და ახდენს არტერიული წნევის ნორმალიზებას. ამავე დროს, მას აქვს სასარგებლო გავლენა მთელ სხეულზე, ზრდის მისი მდგრადობის დონეს ინფექციებისა და პათოგენური მიკროორგანიზმების წინააღმდეგ.