5907814661234
სიროფი მზადდება ნეკერჩხლის წვენისგან ხანგრძლივი აორთქლების პროცესის შედეგად. მას აქვს მაღალი საკვები ღირებულება და შეუძლია სხვა დამატკბობელი პროდუქტების შეცვლა. ნეკერჩხლის სიროფი რეკომენდირებულია როგორც დანამატი ბლინებისთვის, დესერტებისთვის, ფაფებისთვის და სხვა.
ნეკერჩხლის სიროფმა დაიმსახურა საყოველთო ყურადღება არა თავისი სიტკბოს გამო, არამედ მასში 54 ბუნებრივი ანტიოქსიდანტისა და მინერალური ნივთიერებების არსებობის გამო, როგორიცაა მანგანუმი და თუთია.
ნეკერჩხლის სიროფის ¼ ჭიქა შეიცავს უფრო მეტ კალციუმს, ვიდრე ამავე რაოდენობის რძე. პროდუქტის მნიშვნელოვანი უპირატესობა სხვა პროდუქტებთან შედარებით (კერძოდ კი, ყავისფერი შაქარი, სტევია, აგავის სიროფი და თაფლი) – ის შეიცავს ოქსალატების და პურინების მცირე რაოდენობას, ამიტომ არ იწვევს საკვებ ალერგიას. ნეკერჩხლის ყველაზე მნიშვნელოვანი სასარგებლო თვისებები არის ანტიბაქტერიული, ანტიდიაბეტური, კიბოს საწინააღმდეგო ეფექტები, და ასევე, სამკურნალო კარდიოლოგიური თვისებები.
თუთია და მანგანუმი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თავისუფალი რადიკალებისგან და სისლძარღვების ბუნებრივი წმენდის დასაცავად. ისინი არიან ჩვენი იმუნური სისტემის საიმედო მოკავშირეები. მეცნიერებმა შენიშნეს ბავშვებში თუთიის დეფიციტის და სხვადასხვა ტიპის ლეიკოციტების შორის უერთიერთკავშირი, მათ შორის T- ლიმფოციტები, მაკროფაგები და B- უჯრედები. აღმოჩნდა, რომ ბავშვის ორგანიზმში თუთიის ნაკლებობა იწვევს ლეიკოციტების რაოდენობის შემცირებას და ხელს უშლის ეფექტურ იმუნური სისტემის მუშაობას. ხოლო, აღნიშნული მინერალის დამატებითი დოზის მიღება ახდენს იმუნიტეტის ნორმალიზაციას.
მანგანუმის ნატურალური წყაროები, როგორიც არის ნეკერჩხლის სიროფი, ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. მანგანუმი წარმოადგენს არა მხოლოდ ანტიოქსიდანტური დაცვის კომპონენტს, არამედ ძლიერ ანთების საწინააღმდეგო საშუალებას და კარგ იმუნოსტიმულატორს. სიროფის ერთი კოვზი შეიცავს მანგანუმის დღიური ნორმის 20%-ს.
ენერგეტიკული ღირებულება100 გრ: 1 105 კჯ / 260 კკალ
ცხიმი: 0 გრ; ნახშირწყლები: 65 გრ; ცილა: 0 გრ