5902605414099
აღწერილობა
ორგანულ სორგოს, ასევე ცნობილს, როგორც აფრიკული ფეტვი, აქვს ნეიტრალური გემო, რომელსაც ოდნავ დაჰკრავს თხილის ელფერი. მომზადებს შემდეგ მისი დამატება შეიძლება ბოსტნეულში, ხორცში, თევზში, სუპებსა და სალათებში.
მომზადების წესი
მარცვლებს რეცხავენ ცივ წყალში, ასხავენ წყალს და ტოვებენ მომზადებამდე რამოდენიმე საათით, შემდეგ ხარშავენ დაახლოებით 30-40 წუთის მანძილზე.
ამ ბოლო დროს ერთ-ერთმა უძველესმა მარცვლეულმა – სორგომ – მოიპოვა ახალი პოპულარობა. სორგოს ზოგჯერ უწოდებენ სუდანის ბალახს, მაგრამ მისი სამშობლო – ეთიოპიაა. თანამედროვე ექიმები ამტკიცებენ, რომ სორგო – ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო მარცვლეულია ადამიანისთვის, რადგან არ შეიცავს კომპონენტებს, რომლებიც იწვევენ ალერგიას, და ნახშირწყლებს, რომლებიც იწვევენ სისხლში შაქრის დონის მერყეობას.
– სორგო ეხმარება ორგანიზმში მაგნიუმის და თუთიის საჭიროების დაკმაყოფილებას – ძალიან მნიშვნელოვან მინერალებს ყველსათვის, ვისაც უნდა სიმშვიდის და ნერვული სისტემის ჯანმრთელობის შენარჩუნება. ფქვილი შეიცავს კალციუმის და ნატრიუმის მცირე რაოდენობას.
– სორგო წარმოადგენს ფოლიუმის მჟავის წყაროს, მისი მოხმარება სასარგებლოა ორსულობის დაგეგმვის დროს (ორივე მშობლისთვის), მომავალი დედებისთვის.
– პოლიფენოლური ნაერთები, რომლებსაც შეიცავს ეს მარცვლეული, წარმოადგენენ ძლიერ ანტიოქსიდანტებს, იცავენ ორგანიზმს გარემოს მავნე ფაქტორებისგან, ტამბაქოსა და ალკოჰოლისგან, ასევე ხელს უშლიან დაბერების პროცესებს. 1 გრ სორგო შეიცავს დაახლოებით 62 მგ პოლიფენოლურ ნაერთებს. შესადარებლად, რეკორდსმენ მოცვში მათი რაოდენობა 100 გრამზე მხოლოდ 5 მგ.
– გარდა ამისა, სორგოს შემადგენლობაში ასევე არის ტიამინი და რიბოფლავინი – ვიტამინები, რომლებიც უწყობენ ხელს თვალის ბადურის ქსოვილის გაუმჯობესებას, ხელს უშლიან ე.წ. ღამის სიბრმავის განვითარებას, და წარმოადგენენ კარგ პროფილაქტიკას ასაკოვანი მხედველობის ორგანოების ცვლილებებზე — კატარაქტისა და გლაუკომიის.
– სორგო ასევე შეიცავს ვიტამინი С მცირე რაოდენობას, და შეიძლება იყოს ამ მნიშვნელოვანი ვიტამინის დამატებითი წყარო, რომელიც პასუხს აგებს ორგანიზმში აღდგენით პროცესებზე და იმუნური სისტემის ჯანმრთელობაზე.
– სორგო არ შეიცავს გლუტენს, და იმ შემთხვევაშიც, თუ თქვენ არ გაქვთ გლუტენის გადაუტანლობა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ბევრ დაავადებას (მათ შორის, გაღიზიანებული კუჭის სინდრომი) დღეს უკავშირებენ გლუტენისადმი მგრძნობიარობით.
– ქვეყნებში, სადაც სორგო გავრცელებულია (ინდონეზია, აფრიკის ქვეყნები, სამხრეთ ამერიკა)მისგან დამზადებულ კერძებს და პროდუქტებს მიირთმევს ყველა დიდი და პატარა, და პროდუქტი ითვლება სასარგებლოდ ბავშვთა კვებისთვის.
სორგოს მოხმარება რეკომენდირებულია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს, სხვადასხვა ნერვული, კანისა და ლორწოს აშლილობების დროს, მისი დამატება რაციონში მოხუცებული ხალხისთვის, ბავშვებისთვის, ორსული ქალებისთვის და მეძუძური დედებისთვის ძალიან სასარგებლოა. ეს პროდუქტი ასევე წარმოადგენს პროფილაქტიკურ საშუალებას ინფარქტის, ინსულტის დროს, ხშირად ინიშნება გაახალგაზრდავებისთვის.
გამოიყენება ნაწლავის პრობლემებისა და ნერვული აშლილობების დროს, ასევე კვებაში გელიაკიით დაავადებულთათვის (გლუტენის გადაუტანლობა).
ენერგეტიკული ღირებულება – 1588 კჯ/ 375 კკალ
ცხიმი – 3,0 გრ
ნაჯერი ცხიმმჟავები – 0 გრ
ნახშირწყლები – 75 გრ
მათ შორის შაქარი – 0 გრ
ცილა – 10 გრ