გაზაფხულისთვის დამახასიათებელი, ერთ-ერთი ყველაზე სიმბოლური ყვავილი სუფრა „იასამნის“ მთავარ შთაგონებად იქცა. სუფრაზე დატანილია ბესიკ ხარანაულის მიერ სპეციალურად ბლუტაბლასთვის შექმნილი ლექსი იასამანზე, რომელიც იასამნის ყვავილთან დაკავშირებულ ემოციებს გამოხატავს. ამ ფრაზებისა და აყვავილებული იასამნის კომბინაციით შეიქმნა უახლესი საგაზაფხულო კომპოზიცია.