„ლურჯი სუფრა“ გავრცელებული იყო უმთავრესად აღმოსავლეთ საქართველოში - მზადდებოდა თბილისის, გორის, თელავის საჩითავ სახელოსნოებში. XIX საუკუნიდან ლურჯ სუფრას მოსახლეობის დიდი ნაწილი იყენებს. მისი ძირითადი დეკორატიული მოტივები - ჯვრები, თევზები, ჩიტები ირმები, მოგვიანებით კი დანა-ჩანგალი, კოვზები, ქართულ კაბასა და ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი ადამიანების გამოსახულებები იყო.
სუფრა „მეიდანზე“ გამოსახულია ტრადიციული ლურჯი სუფრის ორნამენტები, როგორიცაა დანა-ჩანგალი, ბროწეული, ირემი, მანები, თევზები და სხვა, სახელწოდება კი თბილისის შუა საუკუნეების უბნის სახელიდან გამომდინარეობს.