ღვინო წითელი, კლო დორატუარ, აოპ შატონეფ დუ პაპ,
ქვეყანა: საფრანგეთი
Რეგიონი:შატონოფ დუ პაპი
წელი:2017
ალკოჰოლი:14,5%
აპელაცია Châteauneuf-du-Pape, აღიარებულია როგორც პირველი AOC საფრანგეთში 1936 წლიდან, ცნობილია თავისი ნიადაგების მრავალფეროვნებით. Აქ მდებარეობს ისტორიული ვენახები და დიდი მნიშვნელობა აქვთ ფრანგული ღვინის ისტორიაში.
Clos de l'Oratoire des Papes პირველად 1880 წელს აქარმოეს,ეს არის ლეგენდარული ღვინო Châteauneuf du Pape-დან. ამ ტერუარის მაღალმა ხარისხმა ძალიან სწრაფად მისცა საშუალება ამ ღვინოს გამხდარიყო აპელაციის მარკა. 80% Grenache, 8% Syrah, 7% Mourvèdre და 5% Cinsault-ის ნაზავი, ამ cuvée–მ გაიარა ხანგრძლივი დუღილის პროცესი. ღვინო დაძველდა 12 თვის განმავლობაში მუხის კასრებში. მისი ფერი ღრმა ლალისფერია, მეწამული და სპილენძის ანარეკლებით.
არომატები, ინტენსიური და მდგრადია, როცა თავდაპირველად იხსნება, შავი ხილის ფონზე სანელებლები ჭარბობს, იგრძნობა მწიფე ხილი, როგორიცაა ალუბალი, მაყვალი ან დაშაქრული მარწყვი,დროის გასვლასთან ერთად მოდის შოკოლადის და კაკაოს, მუსკატის კაკლის ტონები ასევე გამხმარი წიწაკის, მიწის და გამომშრალი ნიადაგის არომატებიც, გემოზე იდალურად დაბალანსებულია, ხავერდოვანი ტანინებით და საშუალო მჟავიანობით, იგრძნობა შავი ხილი,მსუბუქად თან სდევს კვამლის არომატებიც.
Ჰარმონიული ღვინოა, რომელიც შეგიძლიათ დააგემოვნოთ როგორც ცალკე, ასევე წითელ ხორცთან ან ტრიუფელის ბაზაზე დამზადებულ კერძებთან.