წიგნები იაკობისა ანუ დიდი მოგზაურობა
ოლგა ტოკარჩუკი
თანამედროვე პოლონელი ავტორის, ოლგა ტოკარჩუკის, ისტორიულ რომანში „წიგნები იაკობისა“ (2014წ.) იაკობ ფრანკის ბიოგრაფია უხვად არის გამდიდრებული მხატვრული გამონაგონით. რომანი შედგება შვიდი წიგნისგან, რომლებსაც რამდენიმე საინტერესო და სრულიად განსხვავებული მთხრობელი ჰყავს. მათ შორის ყველაზე გამორჩეული ალბათ მაინც სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მყოფი ღრმად მოხუცებული იენტაა, იაკობის დიდედა, რომელიც იმ დღიდან, რაც გულზე ჩამოკიდებულ ქაღალდის ავგაროზს გადაყლაპავს, მიმდინარე, მოსახდენ თუ წარსულში მომხდარ მოვლენებს უჩვეულო პერსპექტივიდან ხედავს.