კუბელი ბუნებრივი შეფერილობით ძალიან დიდი
“კუბელი” არის “ბეილი”-ს ბრენდის კლასიკური საზაფხულო ფედორას სტილის ქუდი. ულამაზესი გვირგვინი და საშუალო სიგრძის კიდეები წლებით დარჩება თქვენთან და დაგიცავთ ცხელ ამინდებში. ქუდის სილუეტი არის ხელით გამოძერწილი ეკვადორის უნიჭიერესი ოსტატების მიერ, ხოლო დიზაინი დასრულებულია უკვე აშშ-ში. “კუბელი” აღჭურვილია ორფერიანი იაპონური აბრეშუმის ქამრით თანამედროვე ნოტების დასამატებლად და აგრეთვე შიდა მხრიდან აქვს მიკერილი ოფლსაწინააღმდეგო ქსოვილი თქვენი მაქსიმალური კომფორტისთვის. ”კუბელი” არის ბრენდის ლეგენდარული კოლექციის - 1922-ის ნაწილი - ეს არის ქუდების ერთობლიობა, რომელიც გამოხატავს ქუდების დამზადების უმაღლეს ხარისხსა და კლასს. ასეთი სახის ქუდი იდეალურადაა მორგებული საზაფხულო კურორტებისთვის, პლაჟებისთვის, კონცერტებისთვის, გოლფისთვის, რათა მზეში კომფორტულად მოკალათდეთ საყვარელ სასმელთან ერთად. შენიშვნა: ეს ქუდი არის საგანგებოდ დამუშავებული მეთოდით, რომ მას მიეცეს ვინტაჟური გარეგანი მხარე. ნაწნავები, ხვრელები და ფერი შეიძლება დროთა განმავლობაში შეიცვალოს. თუმცა, ეს თქვენც და თქვენს ქუდსაც მიანიჭებს დამატებით ეშხს.