სალემი ჟანგისფერი დიდი
“სალემი” არის ყველასთვის კარგად ნაცნობი და სანდო ფედორა დაწნული ზედაპირით. აქვს ჩაზნექილი გვირგვინი და ხუთსანტიმეტრიანი კიდე. წარმოდგენილია ნეიტრალურ ფერებში და აგრეთვე აქვს შემორტყმული აბრეშუმის ფერადი ქამარი. არის მსუბუქი და დრეკადი, ამიტომ ზაფხულის სეზონზე ყველგან შეგეძლებათ ატაროთ. შენიშვნა: ცოტა ხნის წინ “სალემის” დიზაინში განახლდა ლოგოს ატრიბუტი. ზოგიერთ მოდელში დარჩენილია კლასიკური ლოგოს ვერსია. შეკვეთის დროს, გთხოვთ საგულდაგულოდ დაათვალიეროთ ქუდი, რომელსაც ყიდულობთ, რათა ზუსტად იცოდეთ, რომელია შეკვეთილი.