შერეული დენიმის პანამა ლურჯი პატარა
სხვადასხვა დენიმის შეხამებით გაკეთებული პანამა შთაგონებულია იაპონური სტილით. იაპონელი მიწადმოქმედი არ გამოირჩეოდა სიმდიდრითა და ცხოვრების მაღალი დონით და იგი ყველა ღონეს ხმარობდა, რომ დენიმის ქსოვილი დიდხანს შეენარჩუნა. ამიტომ ტანსაცმელზე ხშირად ზემოდან განსხვავებულ ნაჭრებს აკერებდა და ასე ატარებდა. დროთა განმავლობაში ეს სტილი ცნობადი გახდა და მოდამ აიტაცა. უსწორმასწორი ძაფის ხაზები არის სტილი “საშიკო”, ხოლო სხვადასხვა დენიმის მრავალი ფენა - სტილი “ბორო”, რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს “ნაფლეთებს”.