დეტალური აღწერა
მწარმოებელი: ვირბაკი, საფრანგეთი.
შემადგენლობა: მოქმედი ნივთიერებები: ფიპრონილი და პერმეტრინი
1 პიპეტი მოთავსებული თერმოფორმირებულ ბლისტერის შემცველ კოლოფში.
ჩვენება: გამოიყენება რწყილების, ტკიპების, ქვიშის ბუზების (ფლებოტომუსი) და კოღოების წინააღმდეგ.
ახასიათებს რეპელენტური მოქმედება (კბენისგან დაცვა).
ერთჯერადი გამოყენება უზრუნველყოფს აკარიციდულ მოქმედებას რწყილებით (Ctenocephalides felis) და ტკიპებით (Ixodes ricinus, Dermacentor reticulatus და Rhipicephalus sanguineus) ინვაზიის წინააღმდეგ ოთხი კვირის განმავლობაში. პრეპარატის გამოყენებიდან რწყილები (Ctenocephalides felis) იხოცებიან 24 საათის განმავლობაში. Dermacentor reticulatus ან Rirrplcephalus sanguineus სახეობის ტკიპები შესაძლოა 48 საათის განმავლობაში არ დაიხოცოს.
ქვიშის ბუზები-ფლებოტომუსის და კოღოების წინააღმდეგ ერთჯერადი გამოყენება უზრუნველყოფს რეპელენტურ (კბენისგან დაცვის) მოქმედებას ოთხი კვირის განმავლობაში.
დამუშავებებს შორის ინტერვალი უნდა იყოს მინიმუმ 4 კვირა.
ძაღლები: 1 პიპეტი სრულად წონის შესაბამისად
გამოყენების მეთოდი: პიპეტი დაიჭირეთ ვერტიკალურ მდგომარეობაში. მოატეხეთ პიპეტს თვითმტვრევადი ბოლო გრავირებული ხაზის გასწვრივ. გადაუწიეთ ცხოველს ბეწვი მანამ, სანამ კანი არ გამოჩნდება. პიპეტის წვერი მოათავსეთ უშუალოდ კანზე სრულად.
დაწვეთების ადგილი:
20კგ-ზე მეტი წონის-ძაღლს, ორ-ოთხ ადგილას, ზურგის გასწვრივ მხრებსა და კუდის ძირს შორის;
20კგ-ზე ნაკლები წონის ძაღლების შემთხვევაში, ორ ადგილას.
10 კგ-ზე ნაკლები წონის ძაღლების შემთხვევაში, ერთ ადგილას (კისრის მიდამო).
გვერდითი მოვლენები: გამოყენების ადგილზე აღინიშნა კანის ადგილობრივი რეაქციები (ქავილი, ერითემა, ალოპეცია) და გენერალიზებული ქავილი. ძალიან იშვიათად აღინიშნა ქცევის შეცვლა (ჰიპერაქტიურობა/აჟიტირება), ნევროლოგიური დარღვევები (ლეთარგია, კუნთების კანკალი, კრუნჩხვები, ატაქსია), პირღებინება.
ალოკვის შემთხვევაში შესაძლოა გამოვლინდეს გარდამავალი ჰიპერსალივაცია.
უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ. ავადმყოფი ცხოველი (სისტემური დაავადებები, ცხელება) ან სხვა დაავადებების მკურნალობა.
დაუშვებელია კურდღლებში და კატებში გამოყენება.
სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები:
მკურნალობის დაწყებამდე, ცხოველები უნდა აიწონონ.
არ გამოიყენება12 კვირამდე ასაკის ან 1,5 კგ-ზე ნაკლები წონის ძაღლებში გამოყენებას.
დაუშვებელია: წამლის მოხვედრე თვალის ლორწოვან გარსზე,ცხოველის ალოკვა.
მაკეობისა და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია გამოყენებამხოლოდ პასუხისმგებელი ვეტერინარის მიერ დადგენილი სარგებლის/რისკის თანაფარდობის შეფასების შემდეგ.
შენახვის პირობები: ინახება არაუმეტეს 300C ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ ადგილას. პირველადი შეფუთვის გახსნის შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული. დაუშვებელია ვადის გასვლის შემდეგ, გამოყენება.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი
რაიმე სახის გვერდით მოვლენის შენიშვნისას, თუნდაც ისეთ გვერდით მოვლენის, რომელებიც წინამდებარე შეფუთვის ჩანართში მითითებული არ არის, ან თუ პრეპარატის მოქმედება არაეფექტურია, გთხოვთ აღნიშნულის შესახებ აცნობოთ თქვენს ვეტერინარს.