მანქანაში მტვერთან თუ გჭირდება გამკლავება, შაომის უსადენო მინიმტვერსასრუტი არ დაგზარდება. სულ რაღაც ნახევარ კილოს იწონის და ნახევარ საათს მუშაობს დამუხტულ მდგომარეობაში, თუმცა ამ მცირე დროში საკმაოდ მოზრდილი, 6 000 პასკალი შეწოვის ძალით ახერხებს მტვრისა და მოზრდილი ნაკილაკების მოშორებას. კუთხეებს მათთვის განკუთვნილი სპეციალური ფუნჯით მოქნილად უდგება. წარმატებით გამოიყენებ სამზარეულოშიც, უცბად შეისრუტავს ნამცეცებს, ყავის მარცვლებს და ა.შ . ასევე, მოსახერხებელია ნებისმიერი ტექნიკის გასაწმენდად - ლეპტოპი, ტელევიზორი და ა.შ. ავზს მარტივად, ერთი კლიკით დაცლი და დაშლი, იოლადვე გარეცხავ. იმდენად კომპატურია, რომ უჯრაშიც ჩაატევ და მგზავრობაშიც გაიყოლებ.