ნდრიუ ჯ. როუ, სვეტლანა ფერლონგი - საფრენგეთის გაუჩინარებული კრონპრინცი
ბრძოლა ძალაუფლებისთვის და ნაპოლეონ III-ის მემკვიდრის საიდუმლო კვალი საქართველოში მოდის
საფრანგეთის ძლევამოსილი იმპერატორის, ნაპოლეონ I ბონაპარტის ძმისშვილის, ნაპოლეონ III- ის შექმნილი საფრანგეთის მესამე იმპერია განსაკუთრებული ფურცელი იყო ქვეყნის ისტორიაში.
თუმცა ნაპოლეონების მმართველობა აქ გაწყდა. ქვეყნიდან განდევნილი ნაპოლეონ III ინგლისში გარდაიცვალა, ხოლო მისი ვაჟი - საფრანგეთის ტახტის მემკვიდრე, ნაპოლეონ IV აფრიკაში, ინგლისელებსა და ზულუს ტომებს შორის ომში, საეჭვო ვითარებაში დაიჭღუპა.
ქვწეყნიერებას ამის შემდეგ მოევლინა ნაპოლეონ IV-ის ვაჟი, საფრანგეთის კრონპრინცი, რომელიც იმპერიის იდეის მოწინააღმდეგეებმა უგზო-უკვლოდ გააქრეს და ისტორიიდან წაშალეს.
რა მოხდა? სად დაიკარგა საფრანგეთის კრონპრინცი? სწორედ ამ კითხვებზე პასუხის ძიებაა წიგნი საფრენგეთის გაუჩინარებული კრონპრინცი, რომლის ავტორებმაც - სვეტლანა ფერლონგმა და ენდრიუ ჯ. როუმ მრავალი ქვეყნის არქივებსა და პრესაში მოპოვებული დოკუმენტების საფუძველზე საუკუნეების საიდუმლო ამოხსნეს: საფრანგეთის კრონპრინცის კვალი შორეულ საქართველოში მოდის.
ვინც ეძებს, პოულობს კიდეც - დასძენენ ავტორები, რომლებიც ამ კვალს ისევ გულმოდგინედ მისდევენ - ნატო კორსანტია