‘ეგებ, ბოლოსდაბოლოს, მხოლოდ ყვავილი ვყოფილიყავი და არა იმ ქვეყნის რუკა, რომლის მიწაზეც ეს ყვავილი იზრდება” – ჯონ აშბერი;
ეს წიგნი-ჰერბარიუმი ფოკის დედათა მონასტრის და გამომცემლობა “სეზან ფაბლიშინგის” ერთობლივი პროექტია, რომელიც ჯავახეთის სამკურნალო მცენარეების დიდი პალიტრის გაცნობასა და პირადი ჰერბარიუმის შეგროვებას ეძღვნება.
წიგნში თავმოყრილია 40-ზე მეტი ფერადი ილუსტრაცია და ტექსტი სამკურნალო მცენარეების, მათი დანიშნულებისა და გამოყენების წესის შესახებ; პირადი ჰერბარიუმისთვის დატოვებულ გვერდებზე მიმობნეულია ამონარიდები ჯეიმს ჯოისის, ელისაბედ ბარეთ ბრაუნინგის, ჯონ კიტსის, უილიამ ბლეიქის, ემილი დიკინსონის და რობერტ ფროსტის ლექსებიდან; დატოვებულია გვერდები პირადი ჩანაწერებისთვისაც.