წიგნი მოგვითხრობს სამი დიქტატორის - სტალინის, მუსოლინისა და ჰიტლერის - პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრების შესახებ. სხვა საკითხებთან ერთად, ყურადღებას იქცევს კვებისა და საკვების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაცია საბჭოთა კავშირში, ფაშისტურ იტალიასა და ნაცისტურ გერმანიაში. წიგნში პოპულარული ენითაა განხილული დიქტატორული რეჟიმების თავისებურებები, მათ შორის საკვების იდეოლოგიზაციის გამორჩეული მაგალითები, მათი როლი სააგიტაციო სტრატეგიაში.
წიგნი გამოიცა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით.
წიგნში გამოყენებულია ციფრული ფოტომატიანე "ივერიელი"" - საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა"