გემოვნური მახასიათებლები: ჩალისფერი, მოყვითალო შეფერილობის. არომატზე ახასიათებს ატმის, გარგრის და თაფლის ტონები, რომელსაც თან ახლავს ყვავილოვანი შტრიხები. 2018 წლის მოსავალთან შედარებით, ამ ეტაპზე ოდნავ ნაკლებად გამოხატული, დე ტრაფორდისთვის დამახასიათებელი ტიპიური ზომიერებით. გემოზე კომპლექსური და სავსე. ცინცხალი, ელეგანტური და ზომიერი, თუმცა ძლიერი, გრძელი დაბოლოებით. საჭიროებს დეკანტაციას ან ჭიქაში მცირეოდენ დაყოვნებას. კარგად ეხამება თევზეულს, ზღვის პროდუქტებსა და სუშის. ღვინო მოხმარებისთვის მზადაა და იქნება ოპტიმალურ ფორმაში დაახლოებით 2029 წლამდე.