ღვინო არის გასაოცრად მუქი შეფერილობის, მუქი იისფერი და წითელი ელფერით. მაყვლის და ალუბლის ინტენსიურ ბუკეტს თან ერთვის ტკბილი მიხაკის და მუხის რბილი ვანილოვანი ტონები. მკვეთრად გამოხატული ხილი, ოდნავ სანელებლებთან ერთად დიდხანს გვყვება გემოზე, სადაც დაბოლოებისკენ ჩნდება კიდევ მოხალული ნუშის და გადაჭრილი სიგარის ტონი. გემოზე ღვინო არის მრავალფეროვანი და მდიდარი, რბილი მჟავიანობითა და უხვი, დელიკატური ტექსტურის ტანინებით. ეს არის გემოთი დახუნძლული, ჩინებული, თანამედროვე სტილის ღვინო.