ღვინოს აქვს მუქი იისფერი შეფერილობა, მეწამული ანარეკლით. მწიფე ქლიავის და თუთის არომატს კიდევ უფრო აძლიერებს ალუბლის ყვავილი და იის ტონები, რომელსაც ასევე თან ახლავს დარიჩინის ნაზი და თეთრი პილპილის არომატული ტონები. გემოზე არის საკმაოდ რბილი, ახალგაზრდა მაგრამ მრგვალი ტანინებით. გემოზე მოგვიანებით მოდის მოცვი, შემწვარი ზეთის ხილის ტონი და რბილად გამოხატული ტკბილი სანელებლები. ეს მრავალფეროვანი, ცოცხალი, საშუალო სხეულიანი ბოლდრიკ შირაზი კარგი არჩევანია არაერთ კერძთან ერთად მისართმევად, ისევე როგორც სადღესასწაულოდ. გირჩევთ იგი მიირთვათ, კარგად შემწვარ ბატკნის ხორცთან, სტეიკთან და პიურესთან, რომელსაც ახლავს კარამელიზებული ხახვის საწებელი.