ოდითგანვე ცნობილია რომ, როზმარინი აძლიერებს თმებს, ის იცავს თმას მტვრევისგან და ბოლოებს გაყოფისგან. ასტიმულირებს ახალი ღერების ამოსვლას, ხელს უშლის თმის ცვენას, იდეალურია ქერტლის დროს, აბალანსებს ცხიმოვნებას, მატებს ბზინვარებას. ეხმარება თმის სწრაფ ზრდას.
ინგრედიენტები: როზმარინის წყალი, ბეჰენტრიმონიუმ მეტოსულფატი, ცეტილ ალკოჰოლი, ბუტილენ გლიკოლი, გლიცერინი,
ფენოქსიეთანოლი, კაპრილილ გლიკოლი, სორბინის მჟავა, ქსანტანის გუმფისი, იზომაილ ლაურატი, ჰიდროგენიზებული ეთილჰექსილ ოლივატი, როზმარინის სურნელება, სურნელება, ტარტარიზინი E102, ბრილიანტის ლურჯი E133.
გამოყენების წესი: შამპუნის ჩამობანის შემდგომ, ნაზად ჩამოიწურეთ ზედმეტი წყალი თმიდან. თუ თმა ძალიან სველია, კონდინციონერი გაიხსნება წყალში და იქნება ნაკლებად ეფექტური. დაისხით საკმაო მოცულობის კონდინციონერი თქვენს ხელის გულზე. დაიწყეთ გადანაწილება თმის დაზიანებული და მშრალი ბოლოებიდან თმის შუა ნაწილამდე. მოერიდეთ კონდინციონერის წასმას თმის ძირებში თუ არ გაქვთ ძალიან მშრალი სკალპი, რომ სკალპი არ გააცხიმიანოთ. თითებით გადაამოწმეთ, რომ თითოეული თმის ღერი კარგად იყოს დაფარული კონდინციონერით, რომ შემდგომ მარტივად ჩამოივარცხნოთ და ამით შეამციროთ თმის ბოლოების მტვრევა. გაიჩერეთ 5-10 წუთით და კარგად ჩამოიბანეთ
ნელ-თბილი წყლით. ნელ-თბილი, გრილი წყალი ეხმარება თმის გაპუწულ ღეროს ბზინვარების და სირბილის მინიჭებაში. დარწმუნდით, რომ კონდინციონერი სრულად ჩამოიბანა. იმისათვის, რომ არ გამოვიწვიოთ თმის ბოლოების მტვრევა, ნაზად
ჩამოწურეთ ზედმეტი წყალი თმიდან, ნუ დაიტრიალებთ გაწურვის მიზნით. რბილი პირსახოცის ნაზად დადებით შეიშრეთ თმა. ნუ გაიმშრალებთ თმას უხეშად პირსახოცის ხახუნით. რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს პუწი და მტვრევა. თვალში მოხვედრის, წვის ან ქავილის შემთხვევაშიჩამოიბანეთ მყისიერად.