ლიპოსომური ლიფტინგ კრემი ბოტულინით გამოირჩევა ძლიერი აღმდგენი და გამამკვრივებელი ეფექტით, აყალიბებს სახის ოვალს და პასუხისმგებელია ქსოვილების ელასტიურობაზე. იგი ატენიანებს და კვებავს კანს, აღმოფხვრის სიმშრალეს, დაჭიმულობას და აქერცვლას. მთავარი კომპონენტია- პეპტიდი ბოტულინი. იგი ბლოკავს ნერვული იმპულსების კუნთებზე გადაცემას და ხელს უშლის მათ შეკუმშვას, რის გამოც გააჩნია მიორელაქსაციის თვისება. კუნთების მოდუნების ხარჯზე, საგრძნობლად მცირდება ნაოჭების სიღრმე ტუჩ-ცხვირის, თვალების კუთხეებში და წარბებს შორის არსებულ ზონაში. ასევე შეიცავს პეპტიდურ კომპლექსს, C ვიტამინს, ედელვეისის ღეროვან უჯრედებს და სკვალანს.