Beat That!ეს არის გართობით სავსე თამაში, სადაც მიზანი მაქსიმალური ქულების დაგროვებაა. მოთამაშეები აფასებენ თავიანთ უნარებს, შეასრულონ სახალისო და ხანდახან აბსურდული გამოწვევები. მოთამაშე ირჩევს ბარათს და კითხულობს ხმამაღლა გამოწვევას. ყველა მოთამაშე ასრულებს ერთსა და იმავე გამოწვევას. მოემზადეთ უნარების მაქსიმალურად გამოვლენისთვის: შეძლებთ ერთდროულად ორი ბურთის ჩაგდებას ორ ჭიქაში მხოლოდ ერთი ხელით? ან რას იტყვით თვალდახუჭული ჭიქების პირამიდის იდაყვებით აშენებაზე? თამაშში შედის 160 სახალისო და უნიკალური გამოწვევა, რომლებიც ოთხ კატეგორიად იყოფა: SOLO: მოთამაშეები ცდიან თავიანთ უნარებს ინდივიდუალურად. BATTLE ROYALE: ყველა მოთამაშე ერთმანეთს ეჯიბრება. BUDDY UP: მოთამაშეები გუნდურად თამაშობენ. DUEL: მოთამაშეები პირისპირ ეჯიბრებიან ერთმანეთს.თამაში შედგება 10 რაუნდისგან. თითოეულ მოთამაშეს ეძლევა 10 ფსონის ჟეტონი (განსხვავებული ქულების ნიშნულებით). მოთამაშეები დებენ ფსონს საკუთარ უნარზე თუ რომელ გამოწვევას შეასრულებენ უკეთ. თამაშობენ და წარმატებული მოთამაშეები აგროვებენ ქულებს. 10 რაუნდის შემდეგ ყველაზე მეტი ქულის მქონე მოთამაშე ცხადდება ჩემპიონად! მოთამაშეების რაოდენობა: 2-8 თამაშის სავარაუდო ხანგრძლივობა: 40-90წთ რეკომენდირებული ასაკი: 9+Board Game - Beat That!